ასაკობრივების ტესტ-მატჩები

AutoSharing Option
საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარეს სტუმრად და ორივე გუნდმა ფრედ ითამაშა. ერევანში 16-წლამდელებისა და სომხეთის ნაკრების შეხვედრა 1:1 დასრულდა, ლუქსემბურგში კი ერთი წლით პატარებმა 2:2 ითამაშეს მასპინძლებთან.

ზვიად ჯელაძის 16-წლამდელთაგან ერთადერთი გოლი თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, შემადგენლობა კი ასეთი იყო:

კაპანაძე, დევდარიანი, ხვადაგიანი, ლატარია, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, აზაროვი, სიჭინავა, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე, ღირდალაძე, ბეზერაშვილი.

რაც შეეხება ლუქსემბურგი-საქართველოს 15-წლამდე ნაკრებთა მატჩს, გოლებით ირაკლი კვაშილავა და ლუკა გაგნიძე გამოირჩნენ.
მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა კი ასეთი შემადგენლობა
დააყენა:

ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, გულიაშვილი, სიხარულაშვილი, სიჭინავა, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, გაგნიძე, ონიანი, თელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული