ლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედომ" "კუკეში" დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს - დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივიდა
და მატჩი სტუმართა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, რომლის მოგერიებას ლამაზი კონტრიერიში და კუხიანიძის გოლი მოჰყვა. მე-10 წუთზე "ტორპედომ" ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - აქტიურმა კუხიანიძემ კოხტა პასით გეგეჭკორი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა კუხიანიძემ, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ქიმაძემ გაუკეთა.

ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე "კუკეშმა" ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" სტრატეგია შეცვალა, თამაში დააწყნარა, მეტოქის შეცდომას ელოდებოდა და მიეცა კიდევაც შანსი, მაგრამ მე-60 წუთზე ლაჩნიმ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ მეტოქის დაცვა ლამაზი ფინტით გაარღვია და მეკარესთან ერთი - ერთზე გასულმა მეხუთედ დალაშქრა ალბანელთა კარი. ბოლოს კი ჰოჯა პირადი ინიციატივით წაიქცა ქუთაისელთა საჯარიმოში, მსაჯმა ჩათვალა, რომ მარინმა თამაშის წესები დაარღვია და პენალტით პლაკუმ ანგარიში 2:5 გახადა.

"ტორპედომ" თავისი ამოცანა შეასრულა, შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და ალბანეთში სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. თუმცა, რომ არა არბიტრის უხეში შეცდომა, შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც გაემარჯვა. აუცილებლად ხაზგასასმელია კვასხვაძის კარგი თამაშიც, რომელმაც კომპენსირებულ დროში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

altკახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა

თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - კუკეში 5:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31), 5:1 კაპანაძე (86), 5:2 პლაკუ (87, პენ)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (დაფე 72), გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე (ხურცილავა 79), კუხიანიძე, ლაჩნი (კაპანაძე 67), მარინი, ცინცაძე

კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა (პლაკუ 64), ძარია (შკოდრა 64), ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი



alt"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ

მკითხველის კომენტარები / 28 /
მ ი მ ი ნ ო ! რა კარგად დაგიმახსოვრებია ლეგიონერთა გვარები, ისე 5 დან 4 გოლი ქართველებმა გაიტანეს და ლეგიონერებზე ნაკლებად არ უთამაშიათ, კბენა და გამწარება თუ გინდა ვინმეზე,ან ვინმესი სხვა საშუალებას გასწავლი თუ დამიკავშირდები
gela gloveli
13 აგვისტო 2018 13:28
0
ყოჩაღ ბიჭებო. ეს შენი კუკეში გაბანძდა თუ ასე მაგრად ითამაშეს მეორე შეხვედრაც მე სტადიონზე მივდივარ.
როისი
10 აგვისტო 2018 14:25
0
ტორპედოს მარცხენა ფლანგი ყავს მაგარი. ლაზარ მარინი, გიორგი ქიმაძე ასეთ ფლანგზე არ ვაზვიადებ და ევროპის ნებისმიერი საშუალო დონის გუნდი მოაწერდა ხელს.
შაკო
10 აგვისტო 2018 14:03
1
დაწყნარდი რა! ლუდოგორეცთან გამოჩნდება თუ გავიდნენ ისიც შემდეგ ეტაპზე. ბულგარეთი არ აღიარებული ქვეყანა არაა და იმედია ვიზებს ყველას მისცემენ!
დავით
12 აგვისტო 2018 01:58
3
ვულოცავ ტორპედოს გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო. მთავარია არ უნდა მოდუნდეთ და ბოლომდე იბრძოლოთ. უნდა გქონდეთ რწმენა რომ შეგიძლიათ წარმატებებს მიაღწიოთ. მთავარია თავდადება. თქვენ საქართველოს ღირსებას იცავთ და უნდა გახსოვდეთ ყოველთვის, რომ თქვენს უკან საქართველოა. მადლობა გუშინდელი დღისათვის.
,,,,,,,,,,
10 აგვისტო 2018 13:26
0
ისე საფრთხილოა ამ ალბანურ კლუბთან. ორი თუ აქ გაგვიტანა, იქ სამის გატანასაც შეეცდება. გახსოვთ ალბათ, 2003 წელს რომ შუშაკი წვრთნიდა დინამოს და ტირანას თბილისში 3-0 მოუგეს, ყველას გასული გვეგონა და იქ, გასვლაზე, 0-3 წააგეს და მერე პენალტებში 2-4-ით საერთოდ გამოვარდნენ.

ასე რომ ყველაფერია მოსალოდნელი იქეთ კვირას. წარმატებები ტორპედოს!!!
givi
10 აგვისტო 2018 12:49
0
მაშინ დინამომ პირველი თამაში 3-0 რო მოიგო, რამდენიმე მლნ დაიდო ტირანას შემდეგ ეტაპზე გასვლაზე. არაფერს ვამტკიცებ მარა ფაქტია
შაკო
10 აგვისტო 2018 14:01
0
ერთი ჩემი უბრალო გულშემატკივრის თხოვნაა. არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა "საღოლ". თქვით ყოჩაღ ბიჭებოოოოო!!!!!
!
10 აგვისტო 2018 12:10
0
აი რას ნიშნავს ის რომ შემადგენლობის ძირითად ბირთვს ინარჩუნებმთავარია არ დაშალონ გუნდი და მომავალ წელს გაცილებით ძლიერი იქნება ტორპედოც, ჩიხურაც, საბურთალოც და დილაც. დინამო კი კიდევ დაშლის შემადგენლობას ზამთრის შესვენებაზი და დაასუსტებს გუნდს, იქნებ მიბაძოს დინამოს ხელმძღვანელობამ ამ გუნდებს
იაგო
10 აგვისტო 2018 11:41
0
კარგითრაა რატოქმნით პრობლემას არაფრიდან მგონი კუკეშის სტრატეგიამ გაამართლა რისი გეშინიათ 3-0 უნდა მოიგოს კუკეშმა რო გავიდეს და ტორპედო მაგას არდაუშვებს იქაც მოიგებენ დამაჯერებლად როგორც აქ
ნიკა
10 აგვისტო 2018 10:49
3
მოკლედ როარ უკმინონ ამ ტორპერდოს როგორ იქნება ასე მგონია ზოგიერთებს ერთი სულიაქვთ ტორპედო გავარდეს.დდ ვულოცავ ბიჭებს და ერთის თქმა შეიძლება ეს ბარიერი როვერ დაძლიოს გუნდმა ჩხეტიანი თავისი ნებით უნდა წავიდეს.პირველი ტაიმი იყო ძალიან კარგი მეორე ძალიან ცუდი.
zaza
10 აგვისტო 2018 10:32
3
ყველას გილოცავთ და გასვლაზე უკეთეს თამაშს გისურვებთ! მადლობა მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს! ჯგუფურ ეტაპზე მენახეთ!
გუჯა კახაძე
10 აგვისტო 2018 10:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული