ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

AutoSharing Option
15 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი კიევში გამარჯვებით დაიწყო. ზვიად ჯელაძის გუნდმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა.

მოტეიშუს ბურბას მიერ მე-15 წუთზე გატანილ გოლს ჩვენი ნაკრებიდან თორნიკე მორჩილაძემ და გიორგი აბუაშვილმა უპასუხეს.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ხარშილაძე, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, კვარაცხელია, მირზიკაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ოსიყმაშვილი, დევდარიანი, ოგბაიძე, ტორონჯაძე, ხურცილავა, კაპანაძე.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 16 აგვისტოს სლოვაკეთთან გამართავს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით