მატჩი 2 000-იანი კოპწია სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც შულაია აქტიურობდა, მარცხენა ფლანგი კი პასიური გახლდათ. ბევრი მომენტი არ შექმნილა, დასამახსოვრებელი იყო მატევილიჩიუსის მომენტი, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი კარს და ზარანდია - შულაიას კომბინაცია, რომელიც ზუსტი დარტყმით მაჭარაშვილმა ვერ დააგვირგვინა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები უპირატესობას
დარჩენილ დროში გიორგი ცეცაძის შეგირდები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩში 9 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მე-4 ადგილზეა.
გარგზდი. "მიესტო სტადიონასი"
ლიეტუვა - საქართველო 0:0
ლიეტუვა: კრაპიკასი, სადაუსკასი, შვეიკაუსასი, სილკატისი (დომბრაუსკისი 68), ლევშინასი, შიმკუსი, მატელივიჩიუსი, ვირკშასი, იანკაუსკასი (მილაშიუსი 87), ანტანავიჩიუსი, ბანიულისი (გიზასი 78)
საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია (არველაძე 88), ხარაიშვილი, თევზაძე, ბერიძე (კოხრეიძე 71), მაჭარაშვილი (ნინუა 88), მიქელთაზე