U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელების საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი 10 ოქტომბრიდან შეკრებას სასტუმრო "მოხალისეში" გაივლის. 21 ოქტომბერს კი 17-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გასამართავად დანიაში გაემგზავრება.

ჩვენი გუნდი ესტონეთის, რუსეთისა და მასპინძელი დანიის 17-წლამდელთა ნაკრებ გუნდებთან ერთად მეექვსე ჯგუფში იასპარეზებს. მატჩები 24, 27 და 30 ოქტომბერს გაიმართება.

ამ ეტაპზე, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდი ოფიციალური შეხვედრების გასამართავად 20 ფეხბურთელით გაემგზავრება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
ლუკა ხარშილაძე ("დინამო"), ლუკა ხარატიშვილი ("სფფ აკადემია"), ავთო კაპანაძე ("ჩიხურა")

მცველები: ლაშა კვარაცხელია ("დინამო"), საბა ხვადაგიანი ("დინამო"), ნიკოლოზ კენჭაძე ("საბურთალო"), საბა ჭინჭარაული ("ბევერენი", ბელგია), ანდრია დევდარიანი ("ტორპედო"), გიორგი მირზიკაშვილი ("დინამო"), ზურაბ ერაძე ("დინამო")

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე ("საბურთალო"), თორნიკე მორჩილაძე ("დინამო"), ცოტნე ბენდიანიშვილი ("კორტრაიკი", ბელგია), შალვა ოგბაიძე ("მაგდებურგი", გერმანია), გიგი ტალახაძე ("სალხინო"), ზაურ თევზაძე ("ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი ("დინამო"), გიორგი აბუაშვილი ("დინამო"), დავით ზურაბიანი ("დინამო"), ირაკლი აზაროვი ("დინამო"), გიორგი ომარაშვილი ("ლოკომოტივი")

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე ("გაგრა"), გურამ ხვედელიძე ("ტორინო", იტალია), ნიკოლოზ კაპანაძე ("ნიუ-იორკ სიტი", აშშ)

alt17-წლამდელების პირველი სპარინგი

altქართველი 17-წლამდელები ევროპის ელიტრაუნდში "სასწაულმა" გაიყვანა

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული