U21. ყოჩაღ - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ფინეთს თამაში შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ფინეთს სძლია 2:1.

სეიანაიოკის 6-ათასიან კოხტა სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა პირველ ტაიმში ლამაზი თამაში ვერ იხილა, ბევრი იყო ბრძოლა და ნაკლები სახიფათო მომენტები.

ანგარიში მასპინძლებმა მამუჩაშვილის შეცდომის შემდეგ გახსნეს - ჩვენი გუნდის ნახევარმცველის გადაცემა ლაპალაილენმა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ ცეცაძის შეგირდებმა აქტიურად შეუტიეს, თამაში გაიხსნა და უფრო სანახაობრივი გახდა. ჩვენს გუნდს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, 61-ე წუთზე კი ფინეთმა მეორე გოლის გატანის ჩინებული
შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, როდესაც შულაიამ ილატუპა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დაზარელებულის მიერ დარტყმული პენალტი გუგეშაშვილმა მოიგერია.

სამაგიეროდ 75-ე წუთზე კოხრეიძის მონადირებული პენალტი (იენსენმა მოცელა) გამოიყენა მიქელთაძემ.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, მოწინღმდეგეს კი კონტრშეტევაზე ორი მომენტი ჰქონდა და ორივეჯერ მეკარე გუგეშაშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

86-ე წუთზე კი შეცვლაზე შესვლისთანავე ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგზე მეურვე მოატყუა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

16 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ბოლო ტურში გდინიაში პოლონეთს ხვდება.

სეიანაიოკი. "ომასპ სტადიონი"
ფინეთი - საქართველო 1:2
გოლები: 1:0 ლაპალაინენი (19), 1:1 მიქელთაძე (75, პენ), 1:2 ბუღრიძე (86)
გამოუყენებელი პენალტი: ილატუპა (61)

ფინეთი: კეტო, ნურმელა, ჰამალაინენი, იენსენი, ვაისანენი, სოისალო, დალსტრიომი, კაირინენი, ლაპალაილენი (ნისკანენი 76), ვერტაინენი (ალა-მულუმაკი 71), ილატუპა (ნისილა 72)

საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, გიორგაძე, მარგველაშვილი, გიორბელიძე, მაჭარაშვილი (ბუღრიძე 86), მამუჩაშვილი (სამურკასოვი 72), შულაია, მიქელთაძე, არველაძე (ქავთარაძე 59), კოხრეიძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვუყურე მარტო მეორე ტაიმს. კარგია რომ მწვრთნელებმა გამარჯვებაზე გააკეთეს აქცენტი შესაბამის შედეგიც მივიღეთ.

ერთი რამე რაც არ მომწონს და ამას აბსოლუტური ნაკრებიც აკეთებს არის ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ დაცვაში "ჩადგომა" და დროის მახინჯი მეთოდებით გაყვანა... დროის გაყვანასაც ცოდნა უნდა მაგრამ თუ ისე გაიყვან როგორც ჩვენ გაგვყავს, რომელიც 6 წუთ დამატებით დროდ და 2 ყვითელ ბარათად და სახიფათო საჯარიმოებად გვიჯდება, არ ჯობს ისევ თავდასხმაში წახვიდე და რაც იცი ის ითამაშო??
0
დაცვაში იმდენი შეცდომა დაუშვეს, ნახევარდაცვა საერთოდ არ ჩანდა, გაუმართლა ამ გუნდს, რა ფეხბურთს ასცავლის მთავარი მრწვთნელი საერთოდ გაუგებარია, და მთავარი, დისციპლინა საერთოდ არ გააჩნიათ! ეს თუ ჩვენი ფეხბურთის მომავალია-სამწუხაროა.
კობიაშვილო, როდის შეცვლი ამ დამპალ სისტემას??
Mgelebi arian!)))
08:47 13-10-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული