გია ცეცაძემ რამდენიმე ცვლილება გააკეთა ფინეთში მოგებული მატჩის შემდეგ და უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები პოლონეთს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა გიორგი კუციას გაძევებამ შეხვედრას დაღი დაასვა.
საკმაოდ ცუდად გაისარჯა დაცვა, რასაც ვერ ვიტყვით შეტევაზე, საგოლე მომენტები მრავლად იყო, თუმცა რეალიზაცია მოიკოჭლებდა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 12 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა.
16.10. გდინია. გდინია არენა
პოლონეთი-საქართველო 3:0
1:0 მიქელთაძე
პოლონეთი (4-3-3): გაბარა - სტოლიარსკი, ვიტესკა, ბოჰინევიჩი, პესტკა - ძიჩეკი, ზურკოვსკი (89. ამბროსევიჩი), კაპუსტკა (68. მიხალიკი) - შიმანსკი, კოვნაცკი, იუზვიაკი (46. იაგიელო).
მწვრთნელი: შჩესლავ მიხნევიჩი
საქართველო (4-3-1-2): გუგეშაშვილი - ქანთარია, გიორგაძე, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (79. ელოშვილი) - ჩაჩუა (54. შულაია), სამურკასოვი, კუცია - მიქელთაძე - არველაძე, ბუღრიძე (41. ნინუა).
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: კუცია (22), მიქელთაძე (26), სამურკასოვი (27)
გაძევება: კუცია (30)
არბიტრი: ა. ჰანტერი (ჩრ. ირლანდია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 10 7 2 1 30:8 23
2. პოლონეთი 10 6 4 0 22:9 22
3. საქართველო 10 3 3 4 11:19 12
4. ფინეთი 10 2 3 5 13:21 9
5. ლიეტუვა 10 2 2 6 7:16 8
6. ფარერები 10 1 4 5 10:20 7