U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში რუსეთს შეხვდა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის შეგირდებმა პირველივე წუთზე გაუშვეს გოლი, შემდეგ 22-ე წუთზე იმავე დანილ შამკინმა კიდევ ერთხელ გაგვიტანა და ანგარიში რსების სასარგებლოდ 2:0 გახდა.

40-ე წუთზე კრილი შეტინინმა ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 56-ე წუთზე პენალტი გაიტანა და დუბლი მიითვალა. ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 4:0.

65-ე წუთზე დმიტრი კრატოკოვმაც გაიტანა. ამის შემდეგ, როგორც იქნა ქართველებმაც მოახერხეს გატანა - 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა პრესტიჟის გოლი
შეაგდო. სულ რაღაც ორ წუთში კი შეტინინმა ჰეთ თრიკი გაიფორმა, რასაც მალევე რუსების მე-7 გოლიც მოჰყვა.

ძალიან არადამაჯერებლად მოქმედებნენ მცველები, იყო დიდი რაოდენობით ტექნიკური წუნი, შეუთანხმებელი მოქმედება არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთელი გუნდის. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას, არანაირი გუნდური მოქმედებები.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით დაიწყო:

Sportall.Ge

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მეორე მარცხია შესარჩევის ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის მასპინძელ დანიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ბოლო მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს ჩვენი დროით 16:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ამ ასაკობრივ ნაკრებში ასე რომ ნადგურდება გუნდი ეს ცალსახად მწვრთნელის სისუსტის და დაბალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. იმედია მიხვდება და სანამ მოხსნიან მანამდე თვითონ გადადგება.
ირაკლი
18:20 27-10-2018
0
რას ნიშნავს მეგრელი თუ არ არის???? აი ეგეთი პრიმიტიული აზროვნება რომ ჰქონდათ წინაპრებს მაგიტომაც იყო, რომ "კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს".. ნუ გგონიათ ეგ კარგი, მეგრელები თუ არ არიან თურმე გუნდში ის გუნდი ვერ მოიგებს თურმე!!.. ეს არის ძალიან დაბალი დონის აზროვნების ადამიანის ნათქვამი.. ყიფიანი იყო მეგრელი, მესხი,მეტრეველი, გუცაევი, ხურცილავა,ჩივაძე თუ პაიჭაძე?? თუ ქინქლაძე, კობი, კალაძე, იაშვილი, ჩაკვეტაძე, ანანიძე, ოქრიაშვილი არიან მეგრელები?? ასეთი ლაპარაკი მოსაწონია ახლა?? არავინ არავისზე ნაკლები არ არის დამიჯერეთ, გვარებიც ამბობენ ყველაფერს და ნუ თესავთ სიძულვილს და ნეგატივს ერთმანეთში! სირცხვილია!
ზურა
19:34 27-10-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული