ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში რუსეთს შეხვდა და სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

ზვიად ჯელაძის შეგირდებმა პირველივე წუთზე გაუშვეს გოლი, შემდეგ 22-ე წუთზე იმავე დანილ შამკინმა კიდევ ერთხელ გაგვიტანა და ანგარიში რსების სასარგებლოდ 2:0 გახდა.

40-ე წუთზე კრილი შეტინინმა ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 56-ე წუთზე პენალტი გაიტანა და დუბლი მიითვალა. ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 4:0.

65-ე წუთზე დმიტრი კრატოკოვმაც გაიტანა. ამის შემდეგ, როგორც იქნა ქართველებმაც მოახერხეს გატანა - 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა პრესტიჟის გოლი
შეაგდო. სულ რაღაც ორ წუთში კი შეტინინმა ჰეთ თრიკი გაიფორმა, რასაც მალევე რუსების მე-7 გოლიც მოჰყვა.

ძალიან არადამაჯერებლად მოქმედებნენ მცველები, იყო დიდი რაოდენობით ტექნიკური წუნი, შეუთანხმებელი მოქმედება არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთელი გუნდის. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას, არანაირი გუნდური მოქმედებები.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით დაიწყო:

Sportall.Ge

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მეორე მარცხია შესარჩევის ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის მასპინძელ დანიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ბოლო მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს ჩვენი დროით 16:00 საათზე გამართავს.