ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრები ესტონეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დანიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩშიც დამარცხდა - აქამდე უქულოდ მყოფ ესტონეთთან 0:1.

ამ მატჩში ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე მცველმა ერიკ კრუგლოვმა გაიტანა.

საქართველო: ხარატიშვილი, კვარაცხელია (ზურაბიანი 30), ჭინჭარაული (ხვადაგიანი 46), ერაძე, მირზიკაშვილი, ოგბაიძე (ომარაშვილი 46), ტალახაძე, მორჩილაძე (დევდარიანი 70), ხვედელიძე (აბუაშვილი 46), აზაროვი, ტორონჯაძე

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო (დანიასთან 1:3 და რუსეთთან 1:7) და უკანასკნელი ადგილი დაიკავა.