U 21. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 1:3-ს აგებდა და ფრეს მიაღწია - არაბიძემ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს კიევში უკრაინისა და საქართველოს ახალგზრდული ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ 70-ე წუთზე მათი ფეხბურთელი იანჩაკი სილაგაძეს ეუხეშა და გააძევეს, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ორი საგოლე გადაცემა არაბიძემ შეასრულა, რომელმაც კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

კიევი. ბანიკოვის სახელობის სტადიონი
უკრაინა - საქართველო 3:3

უკრაინა: კოჟუხარი, ბიკოვი, პეტრუსენკო, ლუნევი (ვანტუხი 46), ლედნევი, რუსინი (ბელენკი 46), დუბინჩაკი, სმირნი, იაკიმეცი (ვაკულა 63), ტოპალოვი (იანჩაკი 46), ლებედენკო
საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, სილაგაძე (კერელეიშვილი
73), კუცია (ძებნიაური 58), არაბიძე, არდაზიშვილი, არველაძე (ქავთარაძე 57), ქაფიანიძე, კობოური, ბუღრიძე (ლეჟავა 73), ლაკვეხელიანი

გოლები: 1:0 რუსინი (7, პენ), 1:1 ლაკვეხელიანი (35), 2:1 ლედნევი (45), 3:1 იანჩაკი (59), 3:2 ლაკვეხელიანი (77), 3:3 ლეჟავა (85)

გაძევება: იანჩაკი (70), არაბიძე (90)

შემდეგ სპპარინგს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ გასვლაზე, 20 ნოემბერს კვიპროსთან ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ადმინ. არაბიძეს ისედაც ვიცნობთ. ვიცით რაც არი. ის 21 ნომერი ვინ იყო? ორი უმშვენიერესი გოლი გაიტანა. ასეთი პასები ბევრს მიუცია, მაგრამ გამოყენება ნოლი. ამ ბიჭმა კიდე მაგრა შეუსრულა. არ არის საჭირო ცალკეული არაბიძეების ამოჩემება. უნდა მიხვდეს რომ პრობლემა მასშია და გამოაწოროს. ახალი სახეები გვინდა.
პ.ს. მეკარე სად იპოვეს? ლორია მაგასთან შედარებით გორდონ ბენქსია. ანუ კაი ხანს ვერავინ შეცვლის.
ჰაჰა
11:44 18-11-2018
0
ათამაშოს კაზახებთან და თუ ვერ გაქაჩავს ვნახავთ. მიცენ შანსი და ჩაკვესაც აჯობებს, რა არ ჯობდა 20 წლამდელთა ჩემპიონატზე? ჩაკვე, არაბა და ზარანდია იქნება მაგარი ტროიკა. საყრდენებად ებრალიძე პარუნაშვილი. ნავალას მაგივრად ლაკვეხელიანი. ცენტრფორვარდი ლობჟანიძე და კარში მახარაძე. ისე მაკარიძემაც ვარჯიში დაიწყო
ვასო
17:13 17-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული