ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 19 და 17-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები ევროშესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა 2019/20 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში 54-დან 52-მა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, რადგან ჩრდილოეთი ირლანდია ფინალურ სტადიას 2020 წლის ივლისში უმასპინძლებს და ის პირდაპირ გადის ტურნირზე. ასევე პირდაპირი საგზური ელიტ-რაუნდში აქვს პორტუგალიას.

საქართველოს ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ხორვატია, უნგრეთი და ყაზახეთი იქნებიან. უნგრეთი ჯგუფის მასპინძელია. ჯგუფის მატჩები 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯგუფებში ორი უძლიერესი გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯგუფის ლიდერებთან ნაჩვენები შედეგით) ელიტ-რაუნდში
გავლენ. ეს სტადია 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება და მონაწილეებს პორტუგალია დაემატება. შემდეგ კი ელიტ-რაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებული ფინალურ სტადიაზე გავა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება და მათ მასპინძელი დაემატება.

რაც შეეხება 17-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი გუნდი მე-8 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალია, უკრაინა და ალბანეთი არიან. ჯგუფის მასპინძელი პორტუგალიაა. ჯგუფის მატჩები 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯგუფებში ორი უძლიერესი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯგუფის ლიდერებთან ნაჩვენები შედეგით) ელიტ-რაუნდში გავლენ. ამ სტადიის მატჩები 2020 წლის მაისში გაიმართება.

ელიტ-რაუნდის 8 ჯგუფის გამარჯვებული და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი (ჯგუფში პირველ და მესამეადგილოსანთან ნაჩვენები შედეგით) ფინალურ სტადიაზე გავლენ, სადაც მათ ფინალური სტადიის მასპინძელი ესტონეთი დაემატებათ.

აღსანიშნავია, რომ ელიტ-რაუნდში პირდაპირ გავლენ ინგლისი და ესპანეთი, რადგან უმაღლესი რეიტინგი აქვთ.

altსაქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა