53 გუნდი 9 ქვეჯგუფში გადანაწილდა, რომელთაგანაც 8 ექვსგუნდიანი, ხოლო 1 - ხუთგუნდიანია. საქართველოს ნაკრები, რომელიც მეოთხე კალათაში იყო, მეორე ჯგუფში მოხვდა.
გია ცეცაძის შეგირდები საფრანგეთის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტეინის გუნდებს დაუპირისპირდებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს 2019 წლის 18 მარტს აიღებს, 2020 წლის 13 ოქტომბერს კი დასრულდება. პლეი-ოფები 9-17 ნოემბერს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატი კი 2021 წლის ივნისის თვეში ჩატარდება და მასში 12 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
9
ქვეჯგუფები კი ასე გადანაწილდა:
ჯგუფი 1: იტალია, შვედეთი, ისლანდია, ირლანდია, სომხეთი, ლუქსემბურგი
ჯგუფი 2: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიხტენშტეინი
ჯგუფი 3: ინგლისი, ავსტრია, თურქეთი, კოსოვო, ალბანეთი, ანდორა
ჯგუფი 4: ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, შოტლანდია, ლიეტუვა, სან მარინო
ჯგუფი 5: სერბეთი, პოლონეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლატვია, ესტონეთი
ჯგუფი 6: ესპანეთი, ისრაელი, მონტენეგრო, მაკედონია, ყაზახეთი, ფარერები
ჯგუფი 7: პორტუგალია, ჰოლანდია, ნორვეგია, ბელორუსი, კვიპროსი, გიბრალტარი
ჯგუფი 8: დანია, რუმინეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, მალტა
ჯგუფი 9: გერმანია, ბელგია, უელსი, ბოსნია, მოლდოვა.