ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსს ისევ მოუგო

AutoSharing Option
11 დეკემბერს, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა მინსკის მანეჟში ბელარუსთან და ამჯერადაც იმარჯვა - 3:2. შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ რამაზ სვანაძის შეგირდებმა 2:1 სძლიეს მეტოქეს.

მთავარმა მწვრთნელმა პირველი შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა და შეკრებაზე წაყვანილ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი გულიაშვილმა (22-ე წუთზე), ზურიკო დავითაშვილმა (54) და გიორგი გაგუამ (75) გაიტანეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ლეჟავა, აბზიანიძე, ჯანგიძე, ნონიკაშვილი, მამულაშვილი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა,
მელიქიშვილი.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით