მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან 0:2 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში ისლანდიას დამაჯერებლად მოუგო 3:0, მეორე ტურში კი ისრაელთან მოულოდნელი მარცხი განიცადა.
B ჯგუფში ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვს და ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გააჩნია - ამისათვის საქართველოს ნაკრებმა 24 იანვარს მოლდოვას უნდა სძლიოს. პარალელურ მატჩში ისრაელი ისლანდიას შეხვდება.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარატიშვილი , ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე