თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამოსა" და კრასნოიარსკის "ენისეის" საკონტროლო მატჩი 0:0 დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარულმა გუნდმა შეკრებაზე საუკეთესო შეხვედრა ჩატარა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში ითამაშა კარგად, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
"დინამომ" შეკრებაზე 1 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
"დინამო" საქართველოში დღეს დაბრუნდება და ეროვნული ლიგისთვის სამზადისს განაგრძობს.