ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U18. საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ავსტრიასთან და 1:1 ითამაშა.

გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ტაიმი თორნიკე მორჩილაძის პენალტით მოიგო, თუმცა შეეძლო უფრო დიდი უპირატესობითაც გასულიყო შესვენებაზე - მორჩილაძემ მეორე პენალტი გააცუდა. წესების დარღვევა ჯერ ცოტნე ბენდიანიშვილის წინააღმდეგ დაფიქსირდა, მეორედ კი ლაშა კვარაცხელია მოცელეს.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში საჯარიმოს გარედან დარტყმულით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

საქართველოს ნაკრები მოედანზე ამ შემადგენლობით გავიდა: კაპანაძე, ჭინჭარაული, იაკობიძე, ერაძე, მორჩილაძე, კვარაცხელია, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ხორავა, მირზიკაშვილი, ლომინაძე, ოგბაიძე, ტორონჯაძე,
კოკაია, ხვედელიძე, ქოჩაკიძე.

ავსტრიასა და საქართველოს შორის პირველი ამხანაგური მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

altU18. საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით