ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

არაბიძე, დავითაშვილი, ბუღრიძე - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, მერე კი ისრაელს. ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

21-წლამდელები 18 მარტიდან შეიკრიბებიან და ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშებენ.

გია ცეცაძის რჩეული 23-კაციანი სია ასეთია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), გიორგი ჯინჯოლავა
(საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ