U21. საქართველოს ნაკრებმა ისრაელიც დაამარცხა - გიორგი არაბიძემ პენალტი პანენკას სტილში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელს 2:1 სძლია.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-16 წუთზე ისრაელის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა არად ოფრიმ გახსნა - მან საჯარომოდან აწეულ ბურთს თავურით გუგეშაშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა და ანალოგიური გოლი გაიტანა. თავი ლოჩოშვილმა გამოიჩინა. შემდეგ ისევ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ისევ არად ოფრიმ დაასწრო, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

75-ე წუთზე ბუღრიძე სტუმართა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც პანენკას სტილში კოხტად
შეასრულა არაბიძემ.

კომპენსირებულ დროში ბუღრიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

გია ცეცაძის გუნდმა სლოვენიის შემდეგ გორში ისრაელსაც მოუგო.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - ისრაელი 2:1
გოლები: 0:1 არად ოფრი (16), 1:1 ლოჩოშვილი (56), 2:1 არაბიძე (75, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი (ძებნიაური 90), კობოური, მალი (სილაგაძე 90), ქოჩიაშვილი, ნინუა (კუცია 66), ლაკვეხელიანი (ჩოგაძე 73), არდაზიშვილი (ბუღრიძე 46), ქავთარაძე (დავითაშვილი 66), არაბიძე (სპანდერაშვილი 90)

მკითხველის კომენტარები / 4 /
კომენტარს რატო მიბლოკავთ, იგრძენით საკუთარი უცოდველობა?
ილარიონი
16:30 27-03-2019
0
ანტონინ პანენკამ კაი 7 ათეული წელი დაამრგვალა უკვე და დღემდე ურტყამს ასეთ პენალტებს, მაგრამ რატომღაც ჩეხეთის ნაკრებში არავინ იწვევს. არაბიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ - უბრალოდ, ჩვენ დღემდე ვერ ვისწავლეთ ამხანაგური თამაშების გარჩევა პრინციპულებისგან - ამხანაგურებში ორივე მსოფლიო ჩემპიონი - ურუგვაი და ესპანეთი ისე დავამარცხეთ, გოლიც კი არ გავუშვით (ბრაზილიელები დაფრთხნენ და ამხანაგურს არ გვეთამაშებიან), აი პრინციპულებში პრინციპულად მოვისუსტებთ... ჩემი სუბიექტური აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ სხვები ამხანაგურს სიახლეების დასანერგად იყენებენ, ჩვენ კი - მხოლოდ საპიაროდ...
მ. ტ.
10:41 27-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული