ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U18. რამაზ სვანაძემ ბულგარეთთან მატჩებისთვის გადახალისებული შემადგენლობა შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მორიგ შეკრებაზეა და ბულგარეთთან ჩასატარებელი ორი ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება.

მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს გუნდი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჰყავს შეკრებილი. ვინაიდან ახლა ფიფას კალენდრით გათვალისწინებული სანაკრებო პაუზა არ არის, მწვრთნელმა გადახალისებული შემადგენლობა შეარჩია და ნაკრების სხვა კანდიდატებს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ბულგარეთთან ამხანაგური მატჩები სტუმრად 19 და 22 აპრილს გაიმართება.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები: ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ), ვახტანგ ბოჭორიშვილი (ტორპედო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), თორნიკე ჯანგიძე (დინამო
თბ), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), გიორგი მელიქიშვილი (დინამო თბ), დავით სამსონია (დინამო ბთ);

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), თორნიკე ასკურავა (საბურთალო), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), ნიკა კოპალეიშვილი (საბურთალო), გივი მუკბანიანი (ტორპედო);

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (იბერია 2010), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), როინ ოდიშელიძე (პერუჯა, იტალია)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ