საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიასთან ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
დასრულდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრება, რომლის ფარგლებშიც გიორგი ჩიტაურის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად შვეიცარიასთან.

დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, რასაც გვიშიანის ლამაზი თავური მოჰყვა - 1:1. მეორე ტაიმში გვიშიანი მსაჯმა მეორე ყვითლით გააძევა და შვეიცარიელებმაც დარჩენილ დროში შეძლეს მეორე გოლის გატანა.

ასათიანი, ამბროსიძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, სალუქვაძე, აბჟანდაძე, უგრეხელიძე, ზოსიაშვილი, ტატიშვილი

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფედერაციის ხელში ყველა ასაკობრივ ნაკრებს უკუსვლა აქვს და ასე იქნება მომავალშიც
NIGHT
17:38 17-05-2019
1

სიახლეები პოპულარული