საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 6 და 8 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ჩეხეთის ნაკრებთან.
ჩვენი გუნდი უკვე ჩავიდა ქალაქ ოსტრავაში.
მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ზემოაღნიშნული შეხვედრებისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი)
მცველები: ლაშა აწყურელი (დინამო თბ), სანდრო მელიქიშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), დავით სამსონია (დინამო ბთ), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო)
ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ლომინაძე (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ),
თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი)
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით