საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის გუნდი გაანადგურა

AutoSharing Option
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში უეფას განვითარების თასი დაიწყო 16-წლამდე ნაკრებებს შორის. ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა 4:0 დაამარცხეს. ჩვენი გუნდიდან გოლები გეგიაძემ, მამულაშვილმა, ჯანაშიამ და ჭელიშვილმა გაიტანეს.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 20 აგვისტოს ბოსნიასთან ჩაატარებს.

მთავარმა მწვრთნელმა მოლდოველებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხაბულიანი, მამულაშვილი, ოჩიგავა, თოდუა.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, გრიგალაშვილი, ჭელიშვილი, ნოზაძე, ლაბაძე, გოჩიაშვილი.


მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაანადგურა ითქმება 0:6 და ზევით დიდი ანგარიშებია 0:4 - 0:5 ))
ar dabloko
21:35 18-08-2019
8
კარგია, რომ მწვრთნელობას მიჰყვეს ხელი ზოგზოგიერთმა მაინც.
ddgfdf
00:39 19-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული