ანგარიში პირველ ტაიმში გიორგი ხაბულიანმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა - 2:0. საბოლოო ანგარიში კი გიორგი გოჩიაშვილმა დააფიქსირა - 3:0.
ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა 4:0 დაამარცხეს. უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩს მასპინძელ ლიეტუვასთან გამართავს.