U19. უნგრელებმა საქართველოს ნაკრებთან წაგება კაცნაკლულობას დააბრალეს

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩს (2:4) უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტმა მიმოხილვა მიუძღვნა.

10 ფეხბურთელით საქართველოს ვერ გავუმკლავდით

ჩვენი გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში 2:1 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 4:2 მოიგო.

ფერენც ბენეს გუნდი საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელები არიან - ისინი "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ და მისი წამყვანი ფეხბურთელები გახლავთ.

მე-11 წუთზე სტუმართა დინამიკური შეტევა წესების დარღვევით შევაჩერეთ, საჯარიმო კი კვარაცხელიამ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ვაკონტროლებდით, ქართველთა დაცვის გარღვევა ძნელი იყო. თუმცა,
ანგარიშის გათანაბრება მაინც შევძელით. თავი ტოტი-გაბორმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტოტი-გაბორი ქართველებმა საჯრიმოში წააქციეს და პენალტიდან გოლი სკრიბეკმა გაიტანა.
ამის შემდეგ ქართველები მნიშვნელოვან უპირატესობას დაეუფლნენ, ბურთს აკონტროლებდნენ, ჩვენს კარზე ზეწოლა სულ უფრო და უფრო გააძლიერეს და სამი გოლი გაგვიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამი ულამაზესი დაგავიწყდათ რომ გეთქვად.
ვულოცავ ბიჭებს და წარმატებას ვუსურვებ შემდეგ თამაშებში!
კობა
10 ოქტომბერი 2019 10:15
0
Xorvatia vs kazaxeti rotor damtavrda?
Mdaaa
10 ოქტომბერი 2019 11:30
0

სიახლეები პოპულარული