ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U19. საქართველო VS ყაზახეთი - ერთი მოგებაც და ელიტრაუნდში ვართ!

AutoSharing Option
დღეს, 12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ყაზახ თანატოლებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა უნგრეთში ქალაქ დიორში "ალცუფერის" სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მისი ინტერნეტ ტრანსლაციის შემთხვევაში ჩვენს საიტზე აუცილებლად შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მასპინძელ უნგრეთს 4:2 სძლია, ხოლო ყაზახეთის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა.

მეტოქე

ყაზახურ ფეხბურთში დიდძალი თანხა ჩაიდო, მათმა საკლუბო ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა. თუმცა სანაკრებო დონეზე, როგორც უფროსებში ამავდროულად ბავშვებში იგივე დონეზე არიან.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ყაზახეთის 19-წლამდელთა გუნდს მხოლოდ
ორი შეხვედრა აქვს მოგებული. ანდორას ნაკრებთან და უელსის ნაკრებთან.

მეტოქის შემადგენლობაში ერთადერთი ლეგიონერია, 17 წლის კონსტანტინ პუზანოვი მინსკის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს. სხვა შემთხვევაში ფეხბურთელები სამშობლოში ირჯებიან.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი და ლიდერი ალიშერ აჟიმოვია, 18 წლის ფეხბურთელი "აქტობეში" თამაშობს და პრაქტიკაც არ აკლია. ის მარჯვენა ფლანგიდან უტევს და ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფეხბურთელია.

სხვა შემთხვევაში გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ყაზახეთის ჩემპიონატშიც კი არ თამაშობენ. ისინი ძირითადად მეორე გუნდებში, აკადემიებში არიან გადანაწილებულები.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, 44 წლის ალექსანდ ფამილცევს, მან პირველი სადებიუტო შეხვედრა ხორვატიასთან ჩაატარა და მისი გუნდი 0:3 დამარცხდა. მანამდე "ტომ ტომსკში" იყო მწვრთნელის ასისტენტი.

ყაზახები თუ ქართველებს ვერ მოუგებენ, ისინი ჯგუფიდანაც ვერ გავლენ, მათთვის ეს შეხვედრა პრინციპული იქნება.

საქართელოს ნაკრები

უნგრეთთან შეხვედრაში ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრებს მეტოქე უპირობოდ უნდა დაემარცხებინა და ასეც მოხდა. იყო შემთხვევები, როცა ჩვენს პროგნოზს დასცინოდნენ და ბუკმეკერთა კოეფიციენტებით აპელირებდნენ, სადაც 5.5-ზე მეტი გვქონდა.

ჩვენს ნაკრებში, რომელიც უნგრეთშია, რამდენიმე იმდენად ნიჭიერი ფეხბურთელია, რომ ხორვატიასთანაც იტყვის თავის სიტყვას. ხოლო რაც შეეხება ყაზახებს, ჩვენ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ, თუ რა თქმა უნდა საკუთარ თავს არ გავუკეთებთ სიურპრიზს.

ყაზახებთან შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშოს, რომელმაც ცხვირის ტრავმა მიიღო. თუმცა ნამდვილად ჯობია, ის სრულყოფილად რეაბილიტირებული ნაკრებს ხორვატიასთან დაეხმაროს.

ყაზახეთის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ავტომატურად გაინაღდებს ელიტრაუნდის საგზურს.

ჩვენი შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

altU19. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთს სძლია - კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო [VIDEO]

altU19. უნგრელებმა საქართველოს ნაკრებთან წაგება კაცნაკლულობას დააბრალეს

ასევე დაგაინტერესებთ