U19. საქართველოს ნაკრები 100%-იანია - ხორვატიასაც მოუგო!

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 2:0 დაამარცხა.

ორივე გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მიპოვებული ჰქონდა და ისღა უნდა გაერკვიათ, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს და რომელი მეორეს.

საქართველოს ნაკრებში კვლავ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა ეს შეხვედრაც აქტიურად დაიწყო და გულიაშვილისა და დავითაშვილის გოლებით დაწინაურდა.

მეტოქეს თამაშის გადასარჩენად დრო საკმაო ჰქონდა. მათმა მწვრთნელმა სიმუნიჩმა ცვლილებებით სცადა მატჩში გარდატეხის შეტანა, მაგრამ არაფერიც არ გამოუვიდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა სამივე მატჩი დიდებულად
ჩაატარა, სამივე მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, რასაც ვულოცავთ კიდეც.

დიორი. "ეტო პარკი"
საქართველო - ხორვატია 2:0
გოლები: 1:0 გულიაშვილი (9), 2:0 დავითაშვილი (23, პენ)

საქართველო: ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი (გაგნიძე 83), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 90), იაკობიძე (ლომინაძე 90+3)

ხორვატია: იოსიპოვიჩი, იურიშიჩი (ბრაუტი 46), გვარდოლი, ვუსკოვიჩი, ჰრვოიე, გუიჩი, კრიზმანიჩი, სუჩიჩი (ბელიო 73), ბრმიჩი (ზუნიჩი 46), სარიჩი, კუპრესაკი (ლიბერი 25)
მკითხველის კომენტარები / 18 /
ყოჩაღ ბიჭებო. გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას პირველი ადგილით. ჟურნალისტი ვანგას მოწაფეა ალბათ და იწინასწარმეტყველა ბელგიასთან მოგებაც.
Geo_Dinamo
01:00 16-10-2019
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!!!
იმედი მაქ დაუდგება ქართულ ფეხბურთს დიდების დღეები
ნანა
06:45 16-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული