U19. საქართველოს ნაკრები 100%-იანია - ხორვატიასაც მოუგო!

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 2:0 დაამარცხა.

ორივე გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მიპოვებული ჰქონდა და ისღა უნდა გაერკვიათ, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს და რომელი მეორეს.

საქართველოს ნაკრებში კვლავ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა ეს შეხვედრაც აქტიურად დაიწყო და გულიაშვილისა და დავითაშვილის გოლებით დაწინაურდა.

მეტოქეს თამაშის გადასარჩენად დრო საკმაო ჰქონდა. მათმა მწვრთნელმა სიმუნიჩმა ცვლილებებით სცადა მატჩში გარდატეხის შეტანა, მაგრამ არაფერიც არ გამოუვიდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა სამივე მატჩი დიდებულად
ჩაატარა, სამივე მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, რასაც ვულოცავთ კიდეც.

დიორი. "ეტო პარკი"
საქართველო - ხორვატია 2:0
გოლები: 1:0 გულიაშვილი (9), 2:0 დავითაშვილი (23, პენ)

საქართველო: ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი (გაგნიძე 83), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 90), იაკობიძე (ლომინაძე 90+3)

ხორვატია: იოსიპოვიჩი, იურიშიჩი (ბრაუტი 46), გვარდოლი, ვუსკოვიჩი, ჰრვოიე, გუიჩი, კრიზმანიჩი, სუჩიჩი (ბელიო 73), ბრმიჩი (ზუნიჩი 46), სარიჩი, კუპრესაკი (ლიბერი 25)
მკითხველის კომენტარები / 18 /
ყოჩაღ ბიჭებო. გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას პირველი ადგილით. ჟურნალისტი ვანგას მოწაფეა ალბათ და იწინასწარმეტყველა ბელგიასთან მოგებაც.
Geo_Dinamo
16 ოქტომბერი 2019 01:00
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!!!
იმედი მაქ დაუდგება ქართულ ფეხბურთს დიდების დღეები
ნანა
16 ოქტომბერი 2019 06:45
1
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებები მომავალში!
კობა
16 ოქტომბერი 2019 00:59
0
წარმატებები. იმედია ელიტ რაუნდი თბილიში ჩატარდება და კენჭისყრაშიც ცოტას გაგვიმართლებს:)
გოგა
16 ოქტომბერი 2019 01:46
0
შესანიშნავია!!! გმადლობთ, და იმედია კიდევ ბევრჯერ ასახელებთ საქართველოს!!!
tngh
16 ოქტომბერი 2019 11:32
0
ე ბიჯო რაცხა ქენით:)თქვენი იმედი გვაქ ბიჭებოოოოო!
lasha
16 ოქტომბერი 2019 12:30
0
ვიდეო დადეთ, თუ არის სადმე
ანდრო
16 ოქტომბერი 2019 10:39
0
ai es bichebia sakartvelos nakrebis momavali, tavisi mcvrtnelit, ar gvchirdeba ucxoeli mcvrtnelebi romlebic ataschi ertxel chamodian sakartvelochi da mxolod pulis gulistvis avarjicheben nakrebs, es axalgazdebi bevr grandebs gaamcarebs, ase gaagrzelet,
KUTAISELI
16 ოქტომბერი 2019 12:37
1
არანაირი ტრანსლიაცია, არანაირი ვიდეო, ხომ შეიძლებოდა რომ ამ ბიჭების თავგანწირვა ვინმეს გაეშუქებინა?თუ განებივრებულები ვართ გამარჯვებებით და პირველი ადგილებით? უნგრეთი, ყაზახეთი და ხორვატია ხუმრობა ნამდვილად არაა მაგრამ ვის ცალია ამ ბიჭებისათვის?
გიორგი 777
16 ოქტომბერი 2019 18:37
1
Гаизрдебиан да гибралтарс дзвливс вугебт.
Step
16 ოქტომბერი 2019 01:53
43
გაცილებით ადვილია საკუთარი ანბანის დაფასებით მაინც ემსახურო შენს ქვეყანას, ვიდრე ფეხბურთის თამაში მოუგო თუნდაც გიბრალტარის დონის გუნდს!
Stop
16 ოქტომბერი 2019 10:32
2
რას გასწავლიდნენყმაწვილო გიმნაზიაში? ეს ქართული წერა-კითხვაა?
ასე თქვენ ვერ გაფრინდებით
ბიძია ბაბუა
16 ოქტომბერი 2019 09:30
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული