საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საბერძნეთი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა.
ანგარიში 26-ე წუთზე "საბურთალოს" თავდამსხმელმა გიორგი გვიშიანმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი მე-80 წუთზე "სფფ აკადემიის" ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა.
ნოემბერში გიორგი ჩიტაურის გუნდი პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში პორტუგალია, უკრაინა და ალბანეთია.