U21. საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება მსაჯმა საფრანგეთს ხონჩით მიართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ლევან ხარაბაძის, ვატო არველაძის და გუნდის ლიდერის გიორგი არაბიძის გარეშე ითამაშა და ითამშა ძალიან კარგად.

მასპინძლები "ლიონის" ნახევარმცველ რეინ-ადელაადეს დუბლით 58-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა მცირე საოცრება ჩაიდინა. ჯერ კოხრეიძემ დალაშქრა მეტოქის კარი, შემდეგ შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ, შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ავსტრიელმა მსაჯმა კრისტოფერ იაგერმა არდასანიშნი პენალტი დანიშნა, როდესაც გალთა მცველი ზაგადუ ლოჩოშვილთან შეხებისას მოედანზე წაიქცა და ფრანგებს გამარჯვება მოაპოვებინა.

ტომბლინი. "მარსელ-პიკო"
საფრანგეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 რეინ-ადელაადე (15), 2:0 რეინე-ადელაადე (54), 2:1 კოხრეიძე (58), 2:2 კვარაცხელია (60), 3:2 ედუარდი (90+2, პენ)

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, ზაგადუ, კოზა (პელმარდი 84), რეინე-ადელაიდე, კამავინგა, ბელეგარდე (იუსუფი 70), დიაბი (მბეუმო 83), ედუარდი (ლოუზა 90+6), იკონე (ნორდინი 70)

საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, მალი, ტაბატაძე, კუცია, ნინუა (ქოჩორაშვილი 59), კოხრეიძე (არდაზიშვილი 73), სპანდერაშვილი (ქავთარაძე 59), ბუღრიძე (კვარაცხელია 59)
მკითხველის კომენტარები / 42 /
ამ ბიჭების შემყურე იმედი მომეცა ქართული ფეღბურთის მომოვლის! ბიჭებო უფალმა სულ გამარჯვების გზაზეთ გატაროთ!
zaza
16 ნოემბერი 2019 02:34
0
დიდიხანია არ მინახავს ესეთ დონეზე,ესეთ საეჭვო სიტუაციაში დანიშნული პენალტი.თან რა დროს,ფაქტობრივად უშანსოდ დაგვტოვა მსაჯმა.მე ვამაყობ ამ ბიჭებით.
მიდით ბიჭებო
16 ნოემბერი 2019 02:33
0
დიდ კაცთან პატარა კაცსა,როდის გასვლია მართალი.
სამწუხაროა
16 ნოემბერი 2019 02:30
5
კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ??/
laguna
16 ნოემბერი 2019 02:29
0
იმიტომ!
redaqtori
16 ნოემბერი 2019 03:06
5
პენალტი რომელმაც შეიძლება საგზური დაგვაკარგინოს. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.
romani bejanidze
16 ნოემბერი 2019 02:24
0
სუდია რუსი იქნებოდა, არა ევროპეეცი
1
16 ნოემბერი 2019 02:23
11
ცეცაძე აიკარი გუდა ნაბადი შენ კომუნისტ ფიზ მომზადების მწვრთნელთან ერთად და წადი ნაკრებიდან, უთამაშებელი ფეხბურთელები რომ მიგყავს ბრმა არავინ არარის
ლუკა
16 ნოემბერი 2019 02:22
33
უეფაში მიკერძოებულ მსაჯობაზე სარჩელი საქართველოს ფედერაციიდან აუცილებლათ. მაგარი ფეღბურთელები მოდიან. რომლებიც უკვე სჯობისნ ეროვნული ნაკრების ფეღბურთელებს!
laguna
16 ნოემბერი 2019 02:18
3
მაგარი თაობა მაგარი ბიჭები!!!!!!! ვარსკვლავების ნაკრებს რომ თამაშით მოუგებ თავიანთვე სტადიონზე ბრავო ბიჭებს!!!!! ეს თაობა გასვლაზე კი არა მედლებზე იფიქრებს მომოვალში ჩვენი ფეღბურთელები!!!! ხოლო მსაჯებს მთელი საქართველოსგან რაც იფიქრეთ ზუსტათ ის!!!!
gurami
16 ნოემბერი 2019 02:15
0
ევროპა - აი ჩვენი ძმა და მეგობარი
kote
16 ნოემბერი 2019 02:11
10
ვის შეეშალა ევროპელ განათლებულ, პროფესიონალ და სპეტაკ სპეციალისტს?

და რატომ აქეთ არ შეეშალა და სულ იქით რატომ ეშლებათ ხოლმე რუსი მსაჯებივით?
kote
16 ნოემბერი 2019 03:25
3
აბა რა გინდა,რომ აზიის კონფედერაციაში ვითამაშოთ?თუ მხოლოდ ევროპელი მსაჯები უშვებენ შეცდომებს?ლამის ეკრანი დავამტვრიე სიმწრისგან,მაგრამ მარაზმში არ უნდა გადავიდეს!!!
kote-ს
16 ნოემბერი 2019 03:06
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული