ამაზე კომენტარს არასოდეს გავაკეთებ - გია ცეცაძის პირველი შეფასება საფრანგეთთან დასანანი მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი 0:2-ს აგებდა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა, რომელიც სფფ-ს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.

"შედეგით ცხადია ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაში წავაგეთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო მეტოქე. წაგება და კმაყოფილება ერთად ჩემთვის მიუღებელია. კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმით, რომ ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, გული დადეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიანთი ქვეყანა ესახელებინათ.

სამწუხაროდ, არ
გამოვიდა. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა შეაფასონ. მე მსაჯობაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ", - ამბობს ცეცაძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალია დაგვწყდა გული ყველას... და მაინც, ყოჩაღ ცეცაძე და ბიჭებო თავდადებისათვის.... ასეთი თამაშით სლოვაკებს უნდა მოვუგოთ....
გიორგი 50
18 ნოემბერი 2019 14:16
0
ვერ გაიგო ამ ხალხმა! ხალხნო გაიგეთ - ვუსმენდი მატჩს და კომენტატორები აგებენ ჯერ და მერე აგებს გუნდი! მოჯადაოებული წრესავითაა!!! სანამ ეს ვაი კომენტატორები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ საფრანგეთს, რომელიც ვარსკვლავებითაა დაძეძგვილი არაფერს ვუთმობთ და ტოლ-სწორად ვეთამაშებით და იქნებ ფრე დამთავრდეს და სენსაცია მოვახდინოთ, იქამდე უბრალოდ ვ ე რ მ ო ვ ი გ ე ბ თ !!! შეცვალეთ კომენტატორები ჯერ და მერე იქნება ცვლილებები ფეხბურთშიც!!! ჯერ მენტალობა შევიცვალოთ და მერე იქნება მოგეგებიც!!! გასაგებია რომ ბიჭები მაგრები არიან და საფრანგეთ მაგარია, მარა როდესმე ამაზე საუბარი არ უნდა დამთავრდეს ??? არ გრცხვენიათ თქვენ კაი ხალხო?! მიდი ეხლა თქვენც დაბლოკეთ, როგორც გჩვევიათ
გადასარევი გიორგი
17 ნოემბერი 2019 00:09
5
გასაგებია შენი გულისწუხილი, მაგრამ კომენტატორები რა შუაშია შედეგთან? მე პირადად როცა ფეხბურთს ვუყურებ ტელევიზორში ხმას ბოლომდე ჩავუწევ ხოლმე. ისე ამათი კომენტარი მართლა სამარცხვინოა
დავით 67
18 ნოემბერი 2019 05:05
0
შენც აიღე და ჩემი არ იყოს გამორთე ხმა რომ არ უსმინო მათ სისულელეებს
გია
17 ნოემბერი 2019 01:28
3
yochax cecadzes da mtel gunds aseti kargi tamashistvis...warmatebebi...
romandro
16 ნოემბერი 2019 22:16
1
თქვე კაი ხალხო რო გაკეთოს კომენტარი მსაჯობაზე, იმას დააბრალებთ წაგება მსაჯს გადააბრალოო... ნუ ჩვენ მოსაწონს ვერავინ ვერ გააკეთებს იმ უბრალო მიზეზის გამო რომ დავმარცხდით, მაგრამ ვისთან? ამ საფრანგეთის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის გუნდებში თამაშობს ზოგიც კი ინგლისის პრემიერშიპის გუნდებში თან გოლებიც გააქვთ, ჩვენები კი ერთი ორის გამოკლებით ჩვენ ნუ მიწყენთ და ჭ ლიგაში და შემდეგ თითქმის ყველა იკარგება ფეხბურთიდან, ისინი კი ზოგი იუვეში მიდის ზოგი ინგლისში და ზოგიც პრიმერაში... ამ ნაკრებმა ითამაშა ნორმალური ევროპული ფეხბურთი რა რესურსიც გააჩნდა იმაზე მეტიც და ცოტა რომ გამართლებოდა ვინ იცის როგორი შედეგი იქნებოდა ბოლოს. მე მადლობის მეტი რა მეთქმის ამ ნაკრებისმ განსხვავებით პირველი ნაკრებისაგან...
Maximus
16 ნოემბერი 2019 21:10
0
რა მიკვირს იცით?? ესეთ გამართულ ფეხბურთს ბოლო წლების რომელი ახალგაზრდული ნაკრები თამაშობდა?? ძალიან ძლიერ ჯგუფში ორ ფავორიტთან გასვლაზე თანაბრად ვითამაშეთ და ამის არ დანახვა არ ივარგებს რა!! ის მომეწონა რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფრანგები გაოცებულები იყვნენ!! ამ დროს გამოგონილი პენალტი ეგ არახალია ჩვენთვის სამწუხაროდ, მთავარია ამ ბიჭებმა გააგრძელონ განვითარება!! ცეცაძის მუშაობა ამ ეტაპზე ძალიან მაღალ დონეზე შეიძლება შეფასდეს!
zaza
16 ნოემბერი 2019 20:05
1
უყურეთ თამაშს? მე ვფიქრობ, ბრძოლისთვის მადლობა, მაგრამ საერთო ქართული ფეხბურთის სენი/პრობლემები იგრძნობა. თუ მართალი არ ვარ, დაგვიმტკიცონ ყველას სლოვაკიასთან გამარჯვებით.
martlaaa
16 ნოემბერი 2019 19:55
1
კვარაცხელიას მსგავს ტოპ ფეხბურთელს ძირითადში არ ათამაშებ,რომ შემოვიდა კიდევ ერთხელ დაგანახათ თუ რა შეუძლია,მაგრამ გასაკვირი არ არის კვარაცხელიას მსგავს საუკეთესო ფეხბურთელთან არც უმუშავია,თუ მართლა შემდეგ თამაშს წააგებს ნაკრები უნდა წავიდეს თავის დამცველ კლავიატურის ლომებთან ერთად
luka
16 ნოემბერი 2019 19:44
16
baka,kika,luka ერთი ხელწერა გაქვს, მერე kuta იქნები ალბათ
ვის გვთავაზობ ეგეც დაწერე რა
zura
16 ნოემბერი 2019 22:23
1
100 % ვეთანხმები ვასილს, მწვრთნელმა თუ არ ილაპარაკა მსაჯობაზე აბა მე ვინ მკითხავს? ხმას არ ამოიღებ და კიდე დაგჩაგრავენ, მაგრამ გავიხსენოთ ბათუმის დინამოს ამბავი ჩიხურასთან,. ამოიღო ბერიძემ ხმა და აქეთ დატუქსეს ამას როგორ ბედავო, ასე იქნება ამ შემთხვევაში "ფიფა" დატუქსავდა ცეცაძესა და მთელ ფეხბურთის ფედერაციას. "ტფუი ყველა უნამუსო ადამიანს"
roma bejanidze
16 ნოემბერი 2019 19:31
6
ის ყოველთვის დასაფასებელია, როცა მწვრთნელი მსაჯობაზე არაფერს ამბობს. რესპექტი დაიმსახურა, მაგრამ მაინც არ მჯერა ამ მასტის მწვრთნელობის.
odala
16 ნოემბერი 2019 19:12
12
ერთი 100 გრამი დაუსხი და გააკეთებს :)) რა პურისმჭამელი ტიპის სიფათი აქვს ამას კიდევ.
odala
16 ნოემბერი 2019 19:10
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული