U21. საქართველოს ნაკრები სლოვაკეთშია - გუნდს დავითაშვილი შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში ჩავიდა და ქალაქ ნიტრაში დაბინავდა. სწორედ აქ გაიმართება ევროშესარჩევი მატჩი 18 ნოემბერს.

გია ცეცაძის გუნდმა დღეს ერთი ვარჯიშიც ჩაატარა. ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

გუნდს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა ზურიკო დავითაშვილი და ვარჯიშში მანაც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა,
სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)

სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი "პოდ ზობორომის" 11 384-იან სტადიონზე 18 ნოემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
დაგვიმტკიცეთ, რომ წინა თამაში მსაჯის ბრალი იყო, ანუ მოიგეთ უეჭველი. თუ არა და მორიგი იმედგაცრუება იქნებით.
martlaaa
17 ნოემბერი 2019 13:03
0
კოხრეიძე განსაკუთრებით, ვინ იცის კიდე სად გააკეთებს ისეთ პასს როგორც არარატთან გააკეთა :):):):)))))))))
sormona
17 ნოემბერი 2019 12:48
5
კოხრეიძე ქავთარაძე ნინუა და სამურკასოვი აუცილებლად უნდა დაწინაურდნენ მთავარ ნაკრებში. როცა ოქრო და ანანიძე უკვე ვერაფელს ვერ აკეთებენ ნაკრებში ესენი მაინც მოატყუებენ კაცს.
გოგა
17 ნოემბერი 2019 09:25
4
კარგი რა. მე მაგათგან ყველაზე დიდი იმედი ნინუასი მქონდა, მაგრამ შვეიცარიასთან წინა თამაშში ნოლი იყო.
kaira
17 ნოემბერი 2019 13:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული