U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ისე ჩვენი ამბიცია და მიზანი უცნაურად ჟღერს მეორე ადგილი გვინდა!! პირველზე არ ვფიქრობთ.. ალბად გენში გვაქ უკვე გამჯდარი რომ საარსებო მინიმუმს მიზანი და ამბიცია დავარქვით.. რეალობა ასეთია ქვეცნობიერის დონეზე ეგრე ვართ მთელი ერი ფეხბურთელებთან ერთად.. დარჩენილი თამაშებიდან ყველა უნდა მოვიგოდ!! და როცა ბრძოლის ველზე გადიხარ წაგებაზე ფიქრი არაფერს კარგს არ მოგვიტანს ამიტომ უმაღლესი მიზანი უნდა დაისახო,, და მაინც თუ დამარცხდი წუწუნს და თითის შვერას უნდა მოეშვა, უნდა გახსოვდეს რომ, შენ ომი არ წაგიგია ეგ მხოლოდ ბრძოლა იყო!!
ჩორნა
15:50 19-11-2019
0
ფრანგებთან წაგებაში და გუშინდელშიც ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავეები, ჯერ ერთი მსაჯების თავგასულობა ჩვენ წინააღმდეგ, მეორე რომ 3 გასვლითი თამაში ერთმანეთზე მიყოლებით და მესამეც ფრანგებთან თამაშის შემდეგ ჩვენებმა სულ ორი დღე დაისვენეს, ფრანგები დღეს თამაშობენ ჩვენც რომ დღეს გვეთამაშა გაცილებით უკეთ ვითამაშებდით, ძლივს მოძრაობდნენ ფეხბურთელები, დავითაშვილი ცალკე თემაა ორი დღის წინ 2 ტაიმი სდია ლიხტშტაინერს, რომელსაც მთელი ევროპა ვერ აჩერებს, და ცეცაძემ ადგა და სასტავში დაღლილი ათამაშა,მოკლედ ბევრი პრობლემებია ფედერაციიდან დაწყებული მწვრთნელით დამთავრებული
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული