გიორგი არაბიძე: მსაჯებისგან ასეთი დამოკიდებულება არ გამკვირვებია

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე სლოვაკეთთან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2:3 დამარცხდა. მსაჯმა პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი გააძევა, ხოლო შეხვედრის დასასრულს - მწვრთნელი გია ცეცაძე.

ნაკრებს ტრავმის გამო მისი ლიდერი გიორგი არაბიძე ვერ დაეხმარა, რომელმაც კომენტარი თავისი "ფეისბუქის" გვერდით გააკეთა:

"არა უშავს, ძმებო, ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. როდის იყო, პატარას დიდთან გასვლია. არ გამკვირვებია ასეთი დამოკიდებულება მსაჯებისგან, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა... ყველა ერთად მივალთ იქამდე, რისთვისაც დავიწყეთ".




მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგი თაობა ხართ, ცოტა მეტი განსწავლულობა და დისციპლინა, ყველაფერი კარგად იქნება!!!
ორთაჭლელი
19 ნოემბერი 2019 09:43
1
მაგრები ხართ ბიჭებო!!. ეგრე გააგრძელეთ მომავალში და შედეგი თავისით მოვა!! მერე არც ერთი მსაჯს აღარ გაუვა, ის რაც დღეს აკეთებენ...
buba
19 ნოემბერი 2019 09:31
1
გუნდი ნამდვილად კარგია. თუმცა, სამწუხაროდ ზოგიერთს და მათ შორის მწვრთნელებს ცოტა მეტი ,,განსწავლულობა' მოეთხოვებათ. ეს კი დროის ამბავია და მწამს, რომ ,,ჩვენს ქუჩაზეც'' დაბრუნდება გაზაფხული
თემური
19 ნოემბერი 2019 09:19
1
კარგი ბიჭი ხარ გიორგი.გულს ნუ გაიტეხ.შრომით უნდა მოიპოვო ავტორიტეტი რომ მსაჯებმა ვერ დაგჩაგრონ
გრიგოლ1408
19 ნოემბერი 2019 02:20
1
გამარჯვებით გევლოთ მომავალ წელს!..
Fz
19 ნოემბერი 2019 01:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული