საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ევროპის საკვლიფიკაციო ტურნირის მესამე მატჩში, პორტუგალიის ქალაქ მანგუალდეში ალბანეთს დაუზავდა (0:0), 2 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და რადგან რეგლამენტის მიხედვით, გასვლის უფლებას იღებდა მესამე ადგილზე გასული 4 ნაკრები, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნებოდა პირველ და მეორეადგილოსნებთან, ელიტ-რაუნდში გავიდა.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:2 დამარცხდა, პორტუგალიას დაუზავდა (0:0) და ტურნირზე გოლი არ გაუტანია.

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ზოსიაშვილი, ჩხეტიანი, უბილავა, ავალიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი (თურაზაშვილი 40), გაგნიძე (სალუქვაძე 78), გვიშიანი
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამ თამაშს რომ ითამაშებ,ერთ გოლსაც ვერ გაიტან და ჯგუფიდან მაინც გახვალ,ეგეთი გასვლის.....ან რისთვის გვინდა ასეღი გასვლა?
სოსო
12:17 20-11-2019
3
https://www.uefa.com/under17/draws/2020/2001061/
გთ
09:27 20-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული