საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ევროპის საკვლიფიკაციო ტურნირის მესამე მატჩში, პორტუგალიის ქალაქ მანგუალდეში ალბანეთს დაუზავდა (0:0), 2 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და რადგან რეგლამენტის მიხედვით, გასვლის უფლებას იღებდა მესამე ადგილზე გასული 4 ნაკრები, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნებოდა პირველ და მეორეადგილოსნებთან, ელიტ-რაუნდში გავიდა.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:2 დამარცხდა, პორტუგალიას დაუზავდა (0:0) და ტურნირზე გოლი არ გაუტანია.

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ზოსიაშვილი, ჩხეტიანი, უბილავა, ავალიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი (თურაზაშვილი 40), გაგნიძე (სალუქვაძე 78), გვიშიანი
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც ვიცი ბოლო ადგილოსნებთან შეხვედრის ქულები ბათილდება, გამოდის რომ ოთხეულში ვართ რადგან ჩვენ პორტუგალიას ფრე ვეთამაშეთ და დანარჩენი მესამე ადგილოსნების უმეტესობამ ერთადერთი ქულა (3) ბოლო ადგილოსნებთან გამარჯვებით მოიპოვეს. ანუ ჩვენ გაგვიბათილდა ალბანეთთან მოპოვებული ქულა (1) და დაგვრჩა 1 ქულა, იმათ კი გაუბათილდაათ ბოლოადგილოსანთან აღებული 3 ქულა და დარჩათ 0.
გია
02:21 20-11-2019
0
სტატისტიკა სადაა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული