U17. საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასზე ფინეთთან წააგო და მე-6 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინკსში განვითარების თასზე მე-5 ადგილისთვის მატჩი გამართა.

გიორგი ჩიტაურის შეგირდები ფინეთთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

მე-60 წუთზე მეტოქის ნახევარმცველმა, "ვოლფსბურგის" ასაკობრივი გუნდის წევრმა ემანუილ პატუტმა თავისი გუნდი დააწინაურა.

ფინეთი-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 პატუტი (60)
საქართველო: ხარატიშვილი, აბჟანდაძე (68. ზოსიაშვილი), ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, სალუქვაძე, უბილავა, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (56. თუთაშვილი) იობაშვილი (68. უგრეხელიძე).
სათადარიგოები: ასათიანი, ავალიანი, ჩხეტიანი, დუნდუა, ტატიშვილი, ონიანი.
გაფრთხილება: ო. მამაგეიშვილი (31), აბჟანდაძე (54)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულა.

alt

საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასზე ფინეთთან წააგო და მე-6 ადგილი დაიკავა [VIDEO]" />U17. საქართველოს ნაკრები ტაჯიკეთთან დამარცხდა [VIDEO]

altU17. საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასზე ისლანდია დაამარცხა [VIDEO]

altU17. საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
სასწრაფოდ დაახვევინეთ მწვრთელს..
მწარე
26 იანვარი 2020 09:17
0
ნუ რა უჭირს, ტაჯიკეთის მერე ეს კაი შედეგია.არა?......
ზეზვა
25 იანვარი 2020 19:31
0
გთხოვთ დაწეროთ, ტაჯიკეთმა ვისთან და როგორ ითამაშა?
100%
25 იანვარი 2020 19:28
1
არც გამკვირვებია, ტაჯიკეთან თამაშს ვუყურე და იმიტომ, სამწვრთნელო შტაბი პენსიაზეა გასაშვები, ამ ბიჭებს კი თუ რამე რესურსი დარჩათ სწორი განვითარება სჭირდებათ, არაგონია ბევრმა შეძლოს-სამწუხარო რეალობაა, ცოტა დაგვიანებულია. უმეტესობას არ ეტყობათ პროგრესის რესურსი, მაგ როგორც ჩაკვეტაძეს. კოჭლობს ფიზიკა, დისციპლინა, სათამაშო აზროვნება, დაზღვევა, და მოტივაცია, რაც ჩანს ესაა საბლატაო ვითომ ტექნიკა 0 -მარგი ქმედების კოეფიციენტით. ხორვატებისგან ბევრი გვაქვს სასწავლი.
gusani
25 იანვარი 2020 18:01
0
სად მოაგროვეთ ეს გაჭირვებულები
ამო
25 იანვარი 2020 17:52
0
მართალია ბევრს თვითონაც არ უშვებენ, მაგრამ აშკარაა ამ ნაკრებს გოლის გატანა უჭირს. ელიტ რაუნდშიც ისე გავედით გოლი არ გაგვიტანია და ორი ფრით სასსწაულად გავძვერით. საინტერესოა, ეროვნულშიც და ქვედა ასაკობრივ ნაკრებებშიც კარგი თავდამსხმელის დეფიციტია.
DAVE
25 იანვარი 2020 17:46
0
ამის მერეც მადლობა უნდა ვუხადოთ ისლანდიასთან ძლივს მოგებულ 1 თამაშზე ?
საქართველოში ყველაფრის მასობრივი დეგრადაცია არის რაა . ასე ქვეყანას დიდი ხანი არ დარჩენია
მიხაელ
25 იანვარი 2020 17:05
1

სიახლეები პოპულარული