ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U16. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 0:1 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პოლონელებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი ანტონ კოზუბალი გახდა.

​საქართველო: ჯოჯუა, დავრაშელიძე, მორჩილაძე, ხაბულიანი, ბაგრატიონი (მოლაშვილი), თოდუა (ეგოიანი), პირტახია, ხიმშიაშვილი, გეგიაძე (ჯანაშია), ცხოვრებაშვილი (გოგებაშვილი), შიოლაშვილი (დვალიშვილი)

​სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, მესხი, ლაცაბიძე, ჯაჭვლიანი
​მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

​ისრაელში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე გამართავს.
ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრები იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით