21-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთთან და ლიხტენშტაინთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ემზადება. ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული ნაკრები უკვე ორი დღეა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვარჯიშობს. ამ ეტაპზე 21-წლამდელთა ნაკრებში 23 ფეხბურთელია. ლვოვის "რუხის" წევრი რატი არდაზიშვილი საწვრთნელ პროცესში 1-ლი სექტემბრიდან ჩაერთვება.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ლუკა ლაკვეხელიანი. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც საფრანგეთთან მატჩს გაფრთხილების გამო გამოტოვებს, შესაძლოა ნაკრებს ლიხტენშტაინთან შეუერთდეს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
(„ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის კალენდარი:

4 სექტემბერი, 21:00
გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
საქართველო - საფრანგეთი

8 სექტემბერი, 19:00
ესხენი, "სპორტპარკი"
ლიხტენშტაინი - საქართველო

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ახალგაზრდულია ბოლო წლებში
Superman
01 სექტემბერი 2020 16:45
1
ეროვნ
ნათამაშები თუ გაქ ვსო, გინდა არ გინდა სულ რო ესპანეთის ნაკრ.კაპიტანი შეგთავაზონ, აქაური ხარ, მოქ.შეცვლაც კი, რა იცი ვის რა გადაუტრიალდეს, ასე დაჭერილი ყავთ ყურებით))
vaxo
01 სექტემბერი 2020 13:49
0
არაა ცუდი აზრი, მარა გრუზინულ ამბიციებს რა ვუყოთ?))
kaxi
01 სექტემბერი 2020 12:52
1
უმეგრელო გუნდი უთავო მხედრის ტოლფასია ძვირფასებო,უნლაიქები მოყვება ამას მარა არ ცვლის ეს რეალობას
ბაჩი
01 სექტემბერი 2020 12:17
2
დავითაშვილი, ჩანკვეტაძე, კვარაცხელია და ახალგაზრდები ჯობია საფრანგეთთან თამაშისთვის დაუთმონ ახალგაზრდულს.
akaki
01 სექტემბერი 2020 10:47
4
ქოჩორაშვილი სადაა
vazhachomakhidze
01 სექტემბერი 2020 09:44
1
ლევანტეში,ესპანეთი
ბაჩი
01 სექტემბერი 2020 12:28
0
წარმატებები ბიჭებს, ნაპოლეონს ვატერლო ქონდა და აუსტერლიციც, ასე რომ...
ლაშა
01 სექტემბერი 2020 09:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული