ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

21-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთთან და ლიხტენშტაინთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ემზადება. ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული ნაკრები უკვე ორი დღეა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვარჯიშობს. ამ ეტაპზე 21-წლამდელთა ნაკრებში 23 ფეხბურთელია. ლვოვის "რუხის" წევრი რატი არდაზიშვილი საწვრთნელ პროცესში 1-ლი სექტემბრიდან ჩაერთვება.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ლუკა ლაკვეხელიანი. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც საფრანგეთთან მატჩს გაფრთხილების გამო გამოტოვებს, შესაძლოა ნაკრებს ლიხტენშტაინთან შეუერთდეს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
(„ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სექტემბრის კალენდარი:

4 სექტემბერი, 21:00
გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
საქართველო - საფრანგეთი

8 სექტემბერი, 19:00
ესხენი, "სპორტპარკი"
ლიხტენშტაინი - საქართველო

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ