ჩემპიონთა ლიგის ფინალის წევრთან ერთად - საფრანგეთის U21 ნაკრები საქართველოში მოდის

AutoSharing Option
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვენ რიპოლმა საქართველოსა და აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ "მამლების" შემადგენლობაში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ფრანგებს ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ. ასეა ახლაც. გუნდში უამრავი ნიჭიერი და ამავდროულად, შემდგარი ფეხბურთელია. მათ შორის აღსანიშნავია პსჟ-ის მცველი კოლინ დაგბა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზელთა განაცხადში მოხვდა.

აქვეა შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ედუარი, "ნანტის" ძირითადი მეკარე ალბონ ლაფონი, რომელიც 19 წლისა "ფიორენტინას" კარის დარაჯი იყო და სერია A-ს წინისწინა სეზონში 34 მატჩი ჩაატარა. აქვე არიან "სევილიას",
"მარსელის", "ლიონის", ლონდონის "არსენალის", "ლევერკუზენის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები...

რაც ცხადი იყო, უფრო ცხადი გახდა - ვასილ მაისურაძის შეგირდებს ძალიან რთული მატჩი ელით.

ფრანგების განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები

დიმიტრი ბერტუ (მონპელიე)
ალბონ ლაფონი (ნანტი)
ილან მელიე (ლიდსი)

მცველები

ბენუა ბადიაშილი (მონაკო)
მელვინ ბარი (ლიონი)
კოლინ დაგბა (პსჟ)
ბაფუდე დიაკიტე (ტულუზა)
ბუბაქარ კამარა (მარსელი)
ჟილ კუნდე (სევილია)
ფეტუ მაუასა (რენი)
ივან ნდიკა (ფრანკფურტის აინტრახტი)

ნახევარმცველები

მექსოს კექლერე (ლიონი)
იბრაჰიმა დიალო (ბრესტი)
მატეო გენდუზი (არსენალი)
იმრან ლუზა (ნანტი)
არნუ ნორდო (სტ. ეტიენი)
ჯეფ რენე ადელაიდი (ლიონი)
ბუბაქარი სუმარე (ლილი)


თავდამსხმელები

მუსა დიაბი (ლევერკუზენი)
ერიკ დინა ებიმბი (დიჟონი)
ამინ გუირი (ნიცა)
ბრიან მბეუმო (ბრენტფორდი)
უდსონ ედუარი (სელტიკი)

შეხვედრა ზეგ, 4 სექტემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ათხოვოს ვაისმა კვარაცხელია,დავითაშვილი,ჩაკვეტაძე,ნიკა მალი და მაშინ მოიგებენ!
მწრთვნელი
02 სექტემბერი 2020 19:29
2
მალი არსად დაგეკარგოს
r7
02 სექტემბერი 2020 20:47
1
ხალხნო და ახალგაზრდა ეროვნული ნაკრების წევრებო არც ერთი ნაბიჯით უკან არანაირი დაღლილობა დაცვიდან გადავდივართ შეტევაზე და ვანადგურებთ ფრაგ პეტუშკეპს.თქვენი იმედი მაქვს რომ დაცვაშ თავს არ დაზოგავთ.გისურვებთ წარმატებებს
ქართველი მამულიშვილი
02 სექტემბერი 2020 14:57
2
ვა ეს რა მაგრად მოხოდა ჩვენი ბიჭები, და რა მერე? ნახავ 4 ში
gela
02 სექტემბერი 2020 14:14
1
უეჭველი ვიგებთ, სავარაუდოთ 1-0,
ლაშა
02 სექტემბერი 2020 13:25
0
მაინც ჩვენ მოვიგებთ, ეჭვიც არ მეპა რება. რეპორტაჟი არის?
kaxi
02 სექტემბერი 2020 13:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული