U21. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მიქაუტაძე გამოძახებული არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ბელგიის "სერენის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის გამოძახებას სლოვაკეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის აპირებდნენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართული პასპორტი არა აქვს და ამ საკითხის მოგვარების იმედი გამოთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის საიტზე გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მიქაუტაძის გვარი არ ფიგურირებს:

"საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა. სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
სწორად უტხრა ბატონმა ჟორდანიამ უბედურ კობიაშვილს, საქმე მიხედე, დაანებე გლდანში მელიას დევნას თავიო... ამ უტვინომ პასპორტი ვერ გაუკეთა ამ მართლაც ნიჭიერ ბიჭს?! აა, ის კრეტინი ჩვენი პრეზიდენტია პაესტკაში... ხალხო ვის ხელში ვართ...
korona
05 ნოემბერი 2020 20:42
4
ვერ გიმუშავიათ როგორც ჩანს,თუ მონდომებაა პასპორტს ერთ საათში იძლევიან,ვთქვათ ჯერ ვერ გადაწვიტა ან თელაველ და სამგურალის ბიჭებთან არ უნდა თამაში,მაგრამ პასპორტი ეს...წარმატებები მაგ ფლანგზეც.
miro
03 ნოემბერი 2020 21:33
1
თავი დაანებონ ამ ბიჭს. დაღუპავენ საქართველოს ნაკრებში..
რეალისტი
03 ნოემბერი 2020 15:30
13
სად დაიწერა რომ უარი თქვა უცებ ლანძღვაზე რომ გადადიხართ,არჩევნების გარდა რამეზე ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება გინდა საფეხბურთო?
ბაჩი
03 ნოემბერი 2020 11:48
4
რატომ აზროვნებთ ორმაგი სტანდარტებით?! მართალი ხარ,არსად არ დაწერილა ის რომ მიქაუტაძემ ან მისმა ოჯახმა უარი თქვა საქართველოს ნაკრებზე,თუმცა არც ის დაწერილა და საერთოდ არ იცი პირადად შენ ფეხბურთის ფედერაცია,რამდენად ჩართულია და მონდომებული,რომ როგორმე გიორგი საქართველოში ჩამოიყვანოს. ვისაც როგორ გაწყობთ ისე აფასებთ ამ მოვლენას,მე დარწმუნებული ვარ რომ ფედერაცია ძალ-ღონეს არ იშურებს ამისათვის,ისევე როგორც იმაში რომ გიორგის და მის ოჯახს ძალიან სურთ ნაკრებში ითამაშოს.დაველოდოთ რა იქნება,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
სამწუხაროდ
03 ნოემბერი 2020 15:34
1
რამდენს უნდა ვეხვეწოთ, შეეშვით რა! მაგის ფრანგობა არ გაიშვას, კაცი რომელიც ისტორიულ ეროვნულ ნაკრებს უარს ეტყვის იმას უნდა დააანებოთ თავი, აზრი აღარ აქ მერე, ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი და პასუხი ვერ მოვისმინეთ ამ ბიჭისგან, ან მამა არ ყავს? ან დედა? ან ბაბუაა? ან ბებია? ისინიც გაფრანგდნეენ? / ვისაც გული იძგერს ქვეყნისთვის იმ ბიჭებს მივაქციოთ ყურადღება, ანანიძე , ინვალიდი კაცი, მარა კარგად მახსოვს მოსკოვში ქართულ დროშას როგორ აფრიალებდა, თან დედით რუსია, პატრიოტიზმი არ ისწავლება,/// (ჯიქია, გოგია, წიტაიშვილი, ვაჩიბერიძე რაც ამათზე იწერებოდა აქ , ხვეწნა მუდარა , გეგონება რომელიმე მყოლოდა მარადონაა, სად არიან დღეს ? ან რადინის ფეხბურთელები არუან ხო გამოჩნდაა
Vasili
03 ნოემბერი 2020 11:37
11
აღარავის არ უნდა ეს თქვენი მარაზმი საქართველო
გენა
03 ნოემბერი 2020 12:17
14
მბაპეს ამოაგდებს ეგ ფრანკთა სასტავიდა.DDDDD ერთი გოგიამ გაიჯეჯილა ბუნდეს ნაკრებში და მეორე ეგ გაილაღლაღებს მამლებში.DD
jjj
03 ნოემბერი 2020 11:32
4
მართლაც რომ შე....ს ამ ბარანეს, არ უნდა ტოოო. ფრანგია ფრანცყზ!
და მეორე. არაა ეს ბიჭი გიორგი, ჟორჟია, ჟორა ჟორიკო და მორჩა.... ფრანგობს და თქვენ კი მაინც არ გასვენებთ გამჩენი.... არიქა პასპორტიო. ერთხელ მამამისსაც კითხეთ, უნდა აქეთ ჰამოხედვა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 ნოემბერი 2020 10:46
7
პასპორტი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გასცეს... პიროვნების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მიქაუტაძეს ჯერ არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის.
tngh
03 ნოემბერი 2020 10:02
2
არ უნდა ამ მიქაუტაძეს ეს თქვენი საქართველო და მოეშვით რა.
კაცი ფრანგია და სულ არ აინტერესებს ეს თქვენი არეულ დარეული ქვეყანა
g
03 ნოემბერი 2020 09:33
7
ეს მწვრთნელი რა დამსახურებებისთვის დაინიშნა ასეთ პასუხსაგებ პოსტზე ვინმემ იცის და კიდე ამაზე მაგარი არავინ გვყავსო ეგ უკვე თქვეს
შოკირებული გულშემატკივარი
03 ნოემბერი 2020 09:14
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული