U21. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მიქაუტაძე გამოძახებული არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ბელგიის "სერენის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის გამოძახებას სლოვაკეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის აპირებდნენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართული პასპორტი არა აქვს და ამ საკითხის მოგვარების იმედი გამოთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის საიტზე გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მიქაუტაძის გვარი არ ფიგურირებს:

"საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა. სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
სწორად უტხრა ბატონმა ჟორდანიამ უბედურ კობიაშვილს, საქმე მიხედე, დაანებე გლდანში მელიას დევნას თავიო... ამ უტვინომ პასპორტი ვერ გაუკეთა ამ მართლაც ნიჭიერ ბიჭს?! აა, ის კრეტინი ჩვენი პრეზიდენტია პაესტკაში... ხალხო ვის ხელში ვართ...
korona
20:42 05-11-2020
4
ვერ გიმუშავიათ როგორც ჩანს,თუ მონდომებაა პასპორტს ერთ საათში იძლევიან,ვთქვათ ჯერ ვერ გადაწვიტა ან თელაველ და სამგურალის ბიჭებთან არ უნდა თამაში,მაგრამ პასპორტი ეს...წარმატებები მაგ ფლანგზეც.
miro
21:33 03-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული