12 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე ვერ დაეხმარებიან. 21-წლამდელთა საწვრთნელ პროცესს ვაჟა ფაცაცია, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ მალი და ზურაბ მუსელიანი შეუერთდნენ.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)
მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო)
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგება. შეხვედრის რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.
GFF.GE