21-წლამდელთა ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადა.

12 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე ვერ დაეხმარებიან. 21-წლამდელთა საწვრთნელ პროცესს ვაჟა ფაცაცია, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ მალი და ზურაბ მუსელიანი შეუერთდნენ.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
(ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ვაჟა ფაცაცია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგება. შეხვედრის რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლინკი არ არის?
jjj
12 ნოემბერი 2020 15:43
0
"სილქ უნივერსალზე"იყო პირდაპირი რეპორტაჟი.2-1 მოვიგეთ.იმათ დამატებულ დროში გაგვიტანეს
სოსო
12 ნოემბერი 2020 17:52
0
პირველ ტაიმს 1-0 ვიგებთ,მაგრამ ძალიან დაუდევრად ვთამაშობთ დაცვაში და თუ ასე გაგრძელდა,ჩვენ თვითონ გავატანინებთ გოლებს.წინ ბიჭებო,აუცილებლად გვჭირდება მეორე და მესამე გოლიც.თუ იქამდე მივდივართ,ისინიც ბევრს ცდებიან,მაგრამ ჩვენ უკან ვცდილობთ ბურთის დაჭერას და უამრავ შეცდომას ვუშვებთუმარტივეს პასებში.
სოსო
12 ნოემბერი 2020 15:03
0
ამ მწვრთნელის მიდგომა გაუგებარია,ფეხბურთელები ყავს გამოძახებული ისეთები ვინც გუნდის განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან, თამაშზე ხომ საუბარი ზედმეტია..რატომ? ან ახლობლობა ან ფული რომელიც უფრო მოსალოდნელია
lado
12 ნოემბერი 2020 14:53
0
ან ამ მაკედონიელებს ღრუბელი და წვიმა დააქვთ თან ყველა თამაშზე?რანაირი ამინდი ემთხვევა მათთან თამაშებს ამის დედაც?!!!
ბაჩო
12 ნოემბერი 2020 10:50
0
ამ მატჩს დიდი სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს,მაგრამ ძალიან მინდა პირველ მატჩში გამოჩენილი უნამუსობისათვის, სამაგიერო გადავუხადოთ და სამაგალითოდ დავამარცხოთ.იმედია, ფეხბურთელებიც იგივე განწყობით ითამაშებენ.წარმატებას გისურვებთ ბიჭებო თქვენც და დიდების ნაკრებსაც.
სოსო
12 ნოემბერი 2020 10:50
0
ასეთი უმნიშვნელო ფეხბურთილია ნიკა ნინუა არცერთი ნაკრები რო არ იძახებს?
ბაჩო
12 ნოემბერი 2020 10:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული