21-წლამდელთა ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადა.

12 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს დავით კობოური, შალვა ბურჯანაძე, ლუკა სილაგაძე და ირაკლი ზარიძე ვერ დაეხმარებიან. 21-წლამდელთა საწვრთნელ პროცესს ვაჟა ფაცაცია, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ მალი და ზურაბ მუსელიანი შეუერთდნენ.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
(ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ვაჟა ფაცაცია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა, სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგება. შეხვედრის რეპორტაჟს "სილქ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ მატჩს დიდი სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს,მაგრამ ძალიან მინდა პირველ მატჩში გამოჩენილი უნამუსობისათვის, სამაგიერო გადავუხადოთ და სამაგალითოდ დავამარცხოთ.იმედია, ფეხბურთელებიც იგივე განწყობით ითამაშებენ.წარმატებას გისურვებთ ბიჭებო თქვენც და დიდების ნაკრებსაც.
სოსო
10:50 12-11-2020
0
ან ამ მაკედონიელებს ღრუბელი და წვიმა დააქვთ თან ყველა თამაშზე?რანაირი ამინდი ემთხვევა მათთან თამაშებს ამის დედაც?!!!
ბაჩო
10:50 12-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული