ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასაკობრივ ნაკრებთა მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
9 დეკემბერს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეოთხე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 1-ლი ივლისიდან 16 ნოემბრის შუალედში ჩატარდება. ჩვენი ჯგუფის კალენდარი და შეხვედრების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა. ევროპის 17-წლამდელთა ნაკრებების 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის მაისში ისრაელში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები მეათე ჯგუფში ნორვეგიას, უელსს
და კოსოვოს შეხვდება. მატჩების გამართვის სამი სავარაუდო თარიღი განიხილება: 2021 წლის 30 აგვისტო - 7 სექტემბერი, 4-12 ოქტომბერი, 8-16 ნოემბერი. ჩვენი ჯგუფის კალენდარი და შეხვედრების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდელთა ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში შედგება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული