რამაზ სვანაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2023-ისთვის მზადების პროცესს იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება და მოსამზადებელ პერიოდს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უახლოესი მატჩისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. Covid 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ლუკა
კუტალაძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა მიქაია (რუსთავი, საქართველო)

მცველები: რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ზურა გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), ცოტნე კაპანაძე (თელავი, საქართველო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები:
ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია, საქართველო), ზურაბ დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), რევაზ ინჯგია (თელავი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო, ქუთაისი, საქართველო), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), შოთა შეყილაძე (თელავი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
Arc lochoshvili arc ninua.. ras erchian?
რომა
18 მარტი 2021 09:15
0
ლოჩოშვილი 22 წლისაა მეგობარო და ფიზიკურად ვერ გამოიძახებდნენ,ნინუასაც მალე 22წელი უსრულდება. ის კონტიგენტი გამოიძახეს რომელმაც 2023წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს რა.
გიორგი-ბათუმი 97
18 მარტი 2021 09:55
0
ბუღრიძე და არაბიძეს რას ერჩით? ან არველაძეს.
ზესტა
18 მარტი 2021 18:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული