საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 26 მაისს სასტუმრო "მოხალისეში" შეკრებას იწყებს. 8-დღიანი შეკრება 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი ("საბურთალო"), ლუკა ნანავა ("კოლხეთი 1913");

მცველები: ცოტნე კაპანაძე ("თელავი"), ბექა ბუიღლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ზურაბ ერაძე ("სამტრედია"), თორნიკე ჯანგიძე ("დინამო თბილისი"), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა ("საბურთალო"), ლევან ხარაბაძე ("დინამო", თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო"), მათე ტერელაძე ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი ქველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი), ბექა დარცმელია ("ლოკომოტივი", თბილისი), შოთა ნონიკაშვილი ("საბურთალო"),
რევაზ ინჯგია ("თელავი"), ანატოლი მესიაჩენკო ("სამტრედია"), გიორგი მოისწრაფეშვილი ("დინამო", თბილისი), თამაზ შარვაშიძე ("ტორპედო", ქუთაისი), ბექა ვერულიძე ("შუქურა"),  გიორგი ლომთაძე ("სამტრედია");

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), შოთა შეყილაძე ("თელავი").

აღნიშნულ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნული გუნდის ლეგიონერები.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო მატჩი 29 მარტს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბელარუსის 21-წლამდელთა ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა 3-ბურთიანი უპირატესობით - 4:1 მოიგო.

წყარო: nakrebi.ge

altრამაზ სვანაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altრამაზ სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრებს უხელმძღვანელებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული