17-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, აზერბაიჯანელი თანატოლების ეროვნული გუნდი, თბილისში 2-1 დაამარცხა. ამხანაგურ მატჩში, ანგარიში ლუკა პარკაძემ გახსნა, რომელმაც მის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

მეორე გოლი კაპიტნის ანგარიშზეა, გაბრიელ სიგუამ 70-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მატჩის მიწურულს, სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, 87-ე წუთზე სანად აღალაროვმა 11-მეტრიანი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-1.

შემდეგ ამხანაგურ მატჩს, საქართველოს და აზერბაიჯანის ვაჟთა 17-წლამდე გუნდები, 8 ივნისს, ისევ თბილისში ითამაშებენ.

წყარო: nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული